ტრენინგის, "ციფრული სკოლა საქართველო" პირველი დღის რეფლექსია.
- სკოლა N11
- Jun 4, 2019
- 1 min read

სსიპ-ქალაქ ქუთაისის N11 საჯარო სკოლის მხარდამჭერი ჯგუფის რეფლექსია
2019 წლის 9 მარტს, სსიპ-ქალაქ ქუთაისის N11 საჯარო სკოლაში დავესწარით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისთროს მიერ ინიცირებულ ტრენინგს ,,ციფრული სკოლა-საქართველო“. პირველი დღე ტრენერების მეგი კაპანაძისა და დიმიტრი პოპოვის ძალისხმევით, ძალიან საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული, რაც მსმენელებში მაღალ მოტივაციას იწვწვდა. მადლობა მათ ამისთვის.
ტრენინგზე განხილული იქნა ესტონური საგანმანათლებლო სკოლების წარმატებული ქეისები, რომელთა გამოყენება ჩვენს რეალურ პრაქტიკაში , ასევე მეტად საინტერესო იქნება.
ელექტრონული პროგრამების kahoot.com და leplaneer.ee გამოყენება გაზრდის სკოლის მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესებში.
მნიშვნელოვანია ასევე, რომ აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება გაზრდის მშობელთა ჩართულობას არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ მთლიანად სასკოლო ცხოვრებაში.
ვფიქრობთ, ტრენინგის შემდგომი დღეები ასევე საინტერესო და ეფექტური იქნება!
Comments